პროექტის შესახებ

VIPART.GE პროექტის შესახებ

VIPART.ge-ს შექმნის იდეა ჩვენი პირველი პროექტის – სამედიცინო პორტალი VIPMED.ge-ის საიტის გამოცდილებაზე დაყრდნობით მოვიდა.  საიტის მიზანი თანამედროვე ქართველი ხელოვანების საზოგადოებისთვის გაცნობა და მათი პოპულარობის გაზრდაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

ყველამ იცის ლადო გუდიაშვილის, ნიკო ფიროსმანისა თუ სხვა სასახელო ქართველი მხატვრების შემოქმედება, თუმცა თანამედროვე ფერწერაზე ინტერნეტ სივრცეში არანაირი ინფორმაცია არ მოიძებნება.

ჩვენ შეგვიძლია VIPMED.ge -ის მაგალითი ხელოვანების სამყაროში გადმოვიტანოთ და ფერმწერებს თავიანთი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის სტიმული მივცეთ. გარდა ამისა, იგეგმება ვებ-საიტის შიდა კონკურსები, ხელოვან ადამიანებთან ინტერვიუები და ვიდეო რგოლების პრეზენტაციაც. ასევე შესაძლებელი იქნება, კონკრეტული ნამუშევრების წარდგენა და ჩვენს პორტალზე სიახლეების სახით გამოტანა, მასზე წვდომა კი ნებისმიერ მსურველს ექნება.

ქართული ნამუშევრების საინტერესო არჩევანი

აღმოაჩინეთ სიყვარულით შექმნილი ხელოვნების ნამუშევრები