კატეგორია: ჩატარებული გამოფენები

საგამოფენო სივრცეები საქართველოში ის ადგილებია, სადაც იგრძნობთ თანამედროვე ქართული ხელოვნების პულსაციას, სადაც ადგილობრივ თუ უცხოელ დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს ქართველი მხატვრების თანამედროვე ხელოვნების, ასევე უცხოელი მხატვრების ნამუშევრები. გეპატიჟებით მრავალფეროვან მუდმივ და დროებით გამოფენებზე, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფერწერული და ფოტო ნიმუშები.

34-th-station

ერეკლე წულაძის “34-ე სადგური”

ერეკლე წულაძის სოლო გამოფენა “34-ე სადგური”

გალერეა გამრეკელი მოდერნში

34-th-station

გალერეა გამრეკელი მოდერნში (ილია ჭავჭავაძის გამზირი #83), 17 აპრილს 17:00-საათიდან გაიხსნება მოქანდაკე ერეკლე წულაძის სოლო გამოფენა „34-ე სადგური“.

ექსპოზიციაზე გაერთიანებული სკულპტურული ნამუშევრები ბოლო პერიოდშია შესრულებული. ყოველ ნამუშევარს თავის კონცეფცია აქვს და მოქანდაკის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპებს ასახავს. ერეკლე წულაძისთვის საინტერესოა გარემომცველ სამყაროში და მის მეხსიერებაში არსებული ქმნილებები და ობიექტები, რომელსაც ახლებური იდეური გააზრებით, მხატვრული მანერით და თანამედროვე მინიმალისტური ფორმით და მასალით, (ეს არის: უჟანგავი ფოლადი, ხელოვნური ქვა, მინა) ასრულებს. სკულპტორის მკვეთრად თანამედროვე მხატვრული ენა, მანერა და ფორმა, ორგანულად ერწყმის დღევანდელ რეალობას. 30-დე ნამუშევრისგან გაერთიანებული ექსპოზიციის დათვალიერება გალერეა გამრეკელი მოდერნში შესაძლებელი იქნება 2 კვირის განმავლობაში.

ინფორმაცია გამოფენის შესახებ

ახალყოფილობა
ანუ
34-ე სადგური
ჩვევაცაა ხელოვნება – არარადან რომ მოსულა და არარასკენ მიდის…
მიდის და მივყვებით…
მივყვებით, მაგრამ არ ვემორჩილებით…
ვეჯიუტებით… ვცვლით…
კაცმა არ იცის, რომელი ადამიანი იყო ხელოვნების ხმა… მისი საზრისი…
იქნებ, ის, გამოქვაბულში რომ ნახშირით კვეთდა პირველყოფილობაში ბიზონებს თავადაც პირველყოფილი…
იქნებ…
მერე გაზულუქდა ადამიანი და ხელოვნებაც გააზულუქა.
გადაირია და ხელოვნებაც გადარია…
ბიზონებივით გაქრა პირველყოფილიცა და პირველყოფილი ხელოვნებაც…
იშლებოდა და ხელახლა ეწყობოდა…
დასასრული ეგონათ და მაინც ხელახლა იწყებდა…
ახლაც დაშლისა და ახლის „აწყობის“ პროცესია სამყაროში…
შეუქცევადი პროცესი, ცოტა რომ მისდევს და ცოტას რომ ესმის…
ხელოვნებასაც ცოტა ადამიანის ესმის…
ცოტა ახალყოფილის…
როგორც ჩანს, ბიზონები ენატრება – გულწრფელი და ნაღდი ბიზონები…
ერეკლე წულაძეს გაუმართლა… ახალყოფილია!
ის ახალყოფილი, თავისი ტკივილში ჩაკარგული და პეპლადქცეული დარდებით სავსე ბეჰემოთივით რომ შემოიჭრა ახალ რეალობაში…
წითელი ფერი რომ „შემოაგდო“ ქანდაკში და ხარებად აქცია მაყურებელი…
რომ დააბნია მარმარილოსა და მძიმე ქვებში ჩაკარგული ადამიანები თავისი ვერცხლისწყალივით მოძრავი ყურძნის მტევნებით…
თავისი ერთიანობაში ჩაკარგული და მაინც შეუკრავი სიყვარულით…
მრგვალ გილიოტინაში მოქცეული გრიგოლ რობაქიძის თავით, რომელიც ცოცხალია… რომელიც ბრუნავს… მოძრაობს… მის თვალებში არის რაღაც ისეთი სისასტიკე, უკან რომ დაგახევინებს და დაგაფრთხობს…
მიკი მაუსის ტანდაკარგული თავითაც მოვიდა ერეკლე წულაძე…
ჰო, აქ 21-ე საუკუნესავით ყველაფერი ტანდაკარგულია და ყველაფერი ტანით რეფლექსირდება მხოლოდ…
აქ არის ქანდაკისთვის უჩვეულო ტრანსპარანცია…
ახალი გამჭვირვალება…
ასარკება…
გაორება და გაორმაგება…
გაწყალება…
იგივეობა და განსხვავება…
ასეა ყველა გაჩერებაზე – პირველიდან დღემდე…
ახლა 34-ე გაჩერების დროა…
ახალი გაჩერების – ახალი მაუსების…
ახალი გილიოტინების…
ახალი სიყვარულის…
მთავარია, რომ ახალყოფილის მატარებელი მიდის…
ახალ სადგურს უახლოვდება…
იმ სადგურზე მას ელიან და უყვართ!

გამოფენის კურატორი: დავით ანდრიაძე

ბილეთები

გაეცანით საფასურს

ვიზიტი – უფასოა

რეგულაციები

გალერეაში ვიზიტისას

გაგაცნობთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს ვიზიტორებისთვის:

დახურულ შენობებში ვიზიტორები დაიშვებიან პირბადის გამოყენებით, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით;
გალერეაში შესვლამდე ვიზიტორს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი;
ღია სივრცეებში დაცული იქნება სოციალური დისტანცია;
გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში იქნება 1 საათი, ხოლო ჯგუფში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა – 10 ადამიანი.
გალერეის თანამშრომლების მხრიდან გაკონტროლდება შენობაში/ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან პირბადის გამოყენების და სოციალური დისტანციის დაცვა.

საკონტაქტო ინფორმაცია
ილია ჭავჭავაძის გამზირი 83. თბილისი032 299 57 23gamrekeligallery@gmail.com
სამუშაო საათები
ორშაბათი-შაბათი 12:00-დან 19:00 სთ-მდე

ბოლო ვიზიტორი დაიშვება 18:30 სთ.

არასამუშაო დღეები: კვირა და ოფიციალური დასვენების დღეები.

მსგავსი გამოფენები

georgian-modernism

ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი (1910-1932)

გამოფენა წარმოგიდგენთ 1910-1932 წლების ქართულ მოდერნიზმს და თბილისურ ავანგარდს.

25 თებერვალი – 20 აპრილი 2022

georgian-modernism

ეს ორი ათწლეული პოლიტიკურად ერთმანეთისგან განსხვავებულია. 1910-იანი წლების პირველი ნახევარი იყო ერთგვარი მზადება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. 1918-1921 წლები უკვე ქვეყნის დამოუკიდებლობის წლებია. სულ სამი წლის შემდეგ კი, 1921 წლიდან, საბჭოთა რუსეთის მიერ ანექსიის შედეგად საქართველო დამოუკიდებლობას კარგავს. ის საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკა ხდება თავისი დრამატული პოლიტიკური და კულტურული შედეგებით.

კურატორები: ნანა ყიფიანი, ნანა შერვაშიძე
თანაკურატორი: მარიამ დვალი

გამოფენის გახსნა – 25 თებერვალი, 2022 |16:00
გამოფენის ხანგრძლივობა – 25.02. 2022 – 20.04.2022

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

ინფორმაცია გამოფენის შესახებ

ამ ექსპოზიციაში დიდი დროის მონაკვეთის – 1910-1932 წლების მოდერნიზმისა და ავანგარდის ისტორიულად ფართოდ გაშლა არ მოხერხდებოდა; ნაკლებადაა წარმოდგენილი ამ ათწლეულების ისტორიული, სოციალური, კულტურული, პოლიტიკური ფონი – დოკუმენტური მასალა. ეს განაპირობა ერთ დარბაზში ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების დატოვებამ. ამიტომ შესაძლებელი გახდა მასში მხოლოდ ერთგვარი ინტერვენცია, როგორც ამას ილიაზდი მელნიკოვასადმი მიძღვნილ ალბომში აკეთებს, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ამ კონკრეტული გამოფენის პერიოდში. და ჩვენც გადავწყვიტეთ, ფიროსმანაშვილის სივრცეში შევსულიყავით თბილისური ავანგარდის იმ წარმომადგენლების შემოქმედებით, რომლებმაც აღმოაჩინეს და ისტორიას დაუტოვეს ფიროსმანაშვილის შემოქმედება; თუმცა თავად მათი ხელოვნება 1930-იანი წლებიდან აიკრძალა, მათი გვარებიც კი მეხსიერებიდან ნელ-ნელა ამოიშალა და 70 წლის განმავლობაში მივიწყებას მიეცა.

ამიტომაც დავდექით არჩევანის წინაშე და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ამჯერად ნამუშევრების ექსპოზიციისთვის მიგვეცა უპირატესობა, შეძლებისდაგვარად, გამოგვეფინა ბევრი ნამუშევარი – ნაცნობი და უცნობი ან ნაცნობი, მაგრამ საერთო მოდერნისტულ კონტექსტში ჯერ ვერმოხვედრილი, ამდენად, გვეჩვენებინა მრავამხრივობა და მრავალფეროვნება.

1910-იანი წლები, მიუხედავად მძიმე დროის, სიღარიბის, პირველი მსოფლიო ომის, რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების, მაინც იმედიანია, რამაც გაამართლა – ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა. ესაა სიყმაწვილის და სილაღის პერიოდი, რომელმაც 1917 წლიდან არტისტული კაჶეების ეპოქა შექმნა თავისი პერმანენტული ხმაურიანი და უცნაური რიტორიკით. არტისტულ კაჶეებსა და, სხვათა შორის, დუქნებში მიდიოდა თბილისური მოდერნიზმის/ავანგარდის ცხოვრება; აქ იკრიბებოდნენ ფუტურისტები/დადაისტები, სიმბოლისტები, აკმეისტები, კუბო-ფუტურისტები, ზაუმნიკები – ყველანი ერთად… აქ იმართებოდა გამოფენები, კონცერტები, თეატრალიზებული და ლიტერატურული საღამოები, მსახიობების ბენეფისები. კაჶეები ექსპერიმენტულ ლაბორატორიებად იქცნენ.

1921 წელი კი დრამატულია არა მხოლოდ ქვეყნისთვის – ხელოვნება პოლიტიკური იდეოლოგიის ერთი მთავარი იარაღი ხდება. ასე რომ, ამ წლიდან საქართველოში მთავრდება სახელოვნებო, სალიტერატურო გარემოს სიყმაწვილის პერიოდი, რასაკვირველია, არტისტული კაჶეების ეპოქაც. ყველა კაჶე იხურება.

ამ ერთმანეთისგან განსხვავებული ათწლეულების მოდერნიზმისა და ავანგარდის ერთ საგამოფენო სივრცეში განთავსება უაღრესად განსხვავებული მასალით საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენი, კურატორების, სურვილია საზოგადოებას, რაც შეიძლება ბევრი მასალა ვუჩვენოთ – ნაცნობი/უცნობი. ასევე მივიჩნევთ, რომ უნდა შეიქმნას დინამიკური საგამოფენო პროცესი, რათა XX საუკუნის დასაწყისის ქართულმა ისტორიულმა მოდერნიზმმა და თბილისურმა ავანგარდმა, ამ სრულიად გამორჩეულმა პერიოდმა ახალი ქართული ხელოვნების ისტორიაში, ისევ არ გაიზიაროს საკუთარივე დრამატული, მეტიც, ტრაგიკული ბედი, გამოწვეული მისი მიუწვდომლობით, საცავებში შეხიზვნით, საზოგადოებისგან გაუცხოებით; დიდი ხნით არ ჩაიკეტოს სამუზეუმო ფონდებში. ძალიან ბევრი თაობა აღიზარდა საკუთარი უახლესი სახელოვნებო მემკვიდრეობის ნახვის/ცოდნის შესაძლებლობის გარეშე!

ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ ის იმსახურებს მუდმივ, ამავე დროს, განახლებად ექსპოზიციებს სწორედ დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებულ ეროვნულ სამხატვრო გალერეაში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მუზეუმის ძირითად კოლექციებს.

რასაკვირველია, ეს მანამ, სანამ არ აღდგება ხელოვნების მუზეუმი და ქართული მოდერნიზმი/თბილისური ავანგარდი არ მოიპოვებს მასში თავის სტაციონარულ საექსპოზიციო სივრცეს.

გამოფენისთვის მივმართეთ ასიმეტრიული ექსპოზიციის პრინციპს. და, რაც მთავარია, გამოვიყენეთ დიმიტრი შევარდნაძის მიერ ამ სივრცეში 1919-1920 წლებში გამართული პირველი გამოფენების მოწყობის მეთოდი, რომლის ფოტომასალა ჩართულია ჩვენს ექსპოზიციაში, ასევე მოდერნისტული და ავანგარდული ხელოვნების თანადროული გამოფენების მოწყობის მეთოდოლოგია.

წარმოდგენილი მხატვრები: ელენე ახვლედიანი, შალვა ქიქოძე, ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, მიხეილ გოცირიძე, ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი, ალექსანდრე შერვაშიძე, დიმიტრი შევარდნაძე, ირინე შტენბერგი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, კირილე ზდანევიჩი, ილია ზდანევიჩი, იგორ ტერენტიევი, დავით კაკაბაძე, ალექსანდრე ზალცმანი, დიმიტრი კვირიკაშვილი, იოსებ შარლემანი, ზიგმუნდ (ზიგა) ვალიშევსკი, კლარა კვესი, ალექსეი კრუჩონიხი, იოსებ გაბაშვილი, ირაკლი გამრეკელი, პეტრე ოცხელი, სერგეი გოროდეცკი, კოლაუ ჩერნიავსკი, რენე შმერლინგი, მიხეილ ჭიაურელი, სერგეი სუდეიკინი, საველი სორინი, ემა ლალაევა-ედიბერიძე, თამარ თავაძე, ოლღა კონიაშვილი, ვოლდემარ ბობერმანი.

კურატორები: ნანა ყიფიანი, ნანა შერვაშიძე
თანაკურატორი: მარიამ დვალი

გამოფენის გახსნა – 25 თებერვალი, 2022 |16:00
გამოფენის ხანგრძლივობა – 25.02. 2022 – 20.04.2022

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

მსგავსი გამოფენები

ema-lalaeva-ediberidze

ემა ლალაევა-ედიბერიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა

ემა ლალაევა-ედიბერიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა

28 თებერვალი, 2022. 19:00 საათზე

ema-lalaeva-ediberidze

28 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს ხელოვნების სასახლში გაიმართება ემა ლალაევა-ედიბერიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 42 ფერწერული ნამუშევარი. ღონისძიება გაგრძელდება 12 მარტამდე.

ინფორმაცია გამოფენის შესახებ

მხატვარი დაიბადა ცნობილი თბილისელი ფოტოგრაფის, ყოფილი ერევნის (დღეს – თავისუფლების) მოედანზე მდებარე ფოტოატელიეს მფლობელის – არკადი ლალაიანცის (ლალაევის) ოჯახში. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო სახელოსნოში; 1924-1928წწ. სწავლა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1928 წელს ოჯახური პირობების გამო, გამოვიდა სამხატვრო აკადემიიდან და გადაწყვიტა გადასულიყო მოსკოვში, დეკორატიულ განყოფილებაზე, მაგრამ ვერ განახორციელა ჩანაფიქრი და თბილისში დარჩა. 1938 წელს, მისი მეუღლე გიორგი ედიბერიძე რეპრესიის მსხვერპლი გახდა. 1945 წელს მხატვართა კავშირის წევრად მიიღეს, მაგრამ რეპრესირებული მეუღლის გამო მალევე გარიცხეს და აღარც აღუდგენიათ. საკუთარ ძალებს ცდიდა მხატვრობის თითქმის ყველა დარგში; ერთდროულად მუშაობდა, როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ-დეკორატორი, მულტიპლიკატორი, კარიკატურისტი, წიგნის დიზაინერი, თეატრის მხატვარი, ტანსაცმლის დიზაინერი, ქმნიდა ექსლიბრისებს, აფორმებდა საბჭოთა ზეიმებს. შემოქმედებით ფსევდონიმად ირჩევს სახელს “ლალი” და ძირითადად ასე აწერს ხელს ნამუშევრებს. სიცოცხლეში პერსონალური გამოფენა არ ჰქონია, მისი პირველი გამოფენა მხოლოდ 2001 წელს მოეწყო თბილისში.

ბილეთები

გაეცანით საფასურს

ბილეთების საფასური:

უფროსებისთვის – 2 ლარი
16 წლამდე მოზარდებისთვის – 1 ლარი

მუზეუმს ჰყავს საკუთარი გიდი

ექსკურსიის საფასური – 5 ლარი.
ექსკურსიის ჩასატარებლად ჯგუფის რაოდენობა უნდა შეადგენდეს 10 ბავშვს.

*ბილეთის შეძენა ხდება მუზეუმის სალაროში

საგამოფენო სივრცეების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომერეზე: 032 230 52 78

საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 555 789 424

რეგულაციები

მუზეუმში ვიზიტისას

გაგაცნობთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს ვიზიტორებისთვის:

დახურულ შენობებში ვიზიტორები დაიშვებიან პირბადის გამოყენებით, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით;
მუზეუმში შესვლამდე ვიზიტორს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი;
ღია სივრცეებში დაცული იქნება სოციალური დისტანცია;
გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში იქნება 1 საათი, ხოლო ჯგუფში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა – 10 ადამიანი.
მუზეუმის მხრიდან გაკონტროლდება შენობაში/ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან პირბადის გამოყენების და სოციალური დისტანციის დაცვა.

საკონტაქტო ინფორმაცია
ია კარგარეთელის ქ. #6 თბილისი(995 32) 953 563geoartpalace@gmail.com
სამუშაო საათები
სამუშაო საათები: 10:30-დან 17:30 სთ-მდე

სამუშაო დღეები: ყოველდღე

ბოლო ვიზიტორი დაიშვება: 16:30 სთ.

მსგავსი გამოფენები

erekle-tsuladze

ერეკლე წულაძის გამოფენა

ერეკლე წულაძე

თანამედროვე ხელოვანი, მოქანდაკე

erekle-tsuladze

გამოფენის გახსნა – ერეკლე წულაძე

CROSTY CONCEPT STORE საგამოფენო სივრცე მასპინძლობს თანამედროვე ქართველი, მოქანდაკის, ერეკლე წულაძის პერსონალურ გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი არის არტისტის სამი ნამუშევარი, რომელიც იზიარებს CROSTY-ის იდეას თავისუფლებისა და დროის სვლის გარდაუვალობის შესახებ.

ერეკლე წულაძე უკვე ათ წელზე მეტია თანამედროვე ფორმებითა და მასალებით მუშაობს. მის ნამუშევრებს ამერიკის, ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში შეხვდებით. ისინი როგორც კერძო გალერეებსა და კოლექციებს, ასევე ცნობილი სასტუმროების გარე და შიდა ინტერიერს ამშვენებს.

გამოფენა გაგრძელდება 21 იანვრიდან – 21 თებერვლის ჩათვლით.

კურატორი კატი არსენიშვილი

ერეკლე წულაძე - გაიცანით ქართველი მოქანდაკეები

მსგავსი გამოფენები