ხელნაკეთობა

ხელნაკეთობა

როგორც კი ადამიანმა შექმნა ქვის პირველი იარაღი, იქვე გააკეთა ორნამენტები ქვაზე და გაუჩნდა ესთეტიკური ხედვა, აქედან იწყება ხალხური რეწვაც.

ხელნაკეთ საგნებს მთელს მსოფლიოში მაღალი ღირებულება აქვს, რადგან ისინი ექსკლუზიურია და შეუძლიათ გამოხატონ ავტორის გრძნობები, ხელნაკეთობის პოპულარობა ასევე განპირობებულია იმით, რომ მას შეუძლია შექმნას ობიექტი არა მხოლოდ იმპროვიზირებული მასალებისგან, არამედ შემქმნელის ან მომხმარებლის ინდივიდუალური სურვილების გათვალისწინებით.

ხელნაკეთობა აერთიანებს რეწვის სხვადასხვა დარგებს: კერამიკული ხელოვნება, ლითონის დამუშავება, ავეჯი, სამკაულები, მოდა, ტექსტილის ხელოვნების სხვადასხვა ფორმები და მინის ნაწარმი – ეს მთავარი ჯგუფებია.
ტრადიციული რეწვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული და მისი შემქმნელები და საუკეთესო ნამუშევრები ჩვენს პორტალზეა თავმოყრილი.

ქართული ნამუშევრების საინტერესო არჩევანი

აღმოაჩინეთ სიყვარულით შექმნილი ხელოვნების ნამუშევრები