irakli-chikovani-exhibition

ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა

ხელოვნების სასახლე

4 აპრილს ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს მხატვარ ირაკლი ჩიქოვანის პერსონალურ გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, რომლის უმეტესი ნაწილი კერძო საკუთრებაში ინახება.

აღსაღნიშნავია, რომ ირაკლი ჩიქოვანმა განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო.

ინფორმაცია გამოფენის შესახებ

ირაკლი ჩიქოვანის ნამუშევრები შესრულებულია აბსტრაქციის ჟანრში და ასევე მოიცავს ფიგურულ კომპოზიციებს.  მან ხატვა გაცნობიერებულად 14 წლიდან დაიწყო ამ მომენტიდან მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ ეს საქმიანობა აინტერესებდა ყველაზე მეტად. მის შთაგონებას რაც შეეხება სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა მოვლენები, ნივთები თუ საგნები შეიძლება იქცეს მისი ინპირაციის წყაროდ. ირაკლი ჩიქოცანისათვის მხატვრობა გამოხატვის საშუალებაა და ამ ფორმით იგი ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ და მისი პირადი განცდები გადმოსცეს ხატვის მეშვეობით.

4 აპრილს ხელოვნების სასახლეში საკმაოდ საინტერესო გამოფენა გელოდებათ!

ბილეთები

გაეცანით საფასურს

ბილეთების საფასური:

უფროსებისთვის – 2 ლარი
16 წლამდე მოზარდებისთვის – 1 ლარი

მუზეუმს ჰყავს საკუთარი გიდი

ექსკურსიის საფასური – 5 ლარი.
ექსკურსიის ჩასატარებლად ჯგუფის რაოდენობა უნდა შეადგენდეს 10 ბავშვს.

*ბილეთის შეძენა ხდება მუზეუმის სალაროში

საგამოფენო სივრცეების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომერეზე: 032 230 52 78

საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 555 789 424

რეგულაციები

მუზეუმში ვიზიტისას

გაგაცნობთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებულ ზოგად რეკომენდაციებს ვიზიტორებისთვის:

დახურულ შენობებში ვიზიტორები დაიშვებიან პირბადის გამოყენებით, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით;
მუზეუმში შესვლამდე ვიზიტორს ჩაუტარდება თერმოსკრინინგი;
ღია სივრცეებში დაცული იქნება სოციალური დისტანცია;
გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში იქნება 1 საათი, ხოლო ჯგუფში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა – 10 ადამიანი.
მუზეუმის მხრიდან გაკონტროლდება შენობაში/ტერიტორიაზე ვიზიტორთა მხრიდან პირბადის გამოყენების და სოციალური დისტანციის დაცვა.

საკონტაქტო ინფორმაცია
ია კარგარეთელის ქ. #6 თბილისი(995 32) 953 563geoartpalace@gmail.com
სამუშაო საათები
სამუშაო საათები: 10:30-დან 17:30 სთ-მდე

სამუშაო დღეები: ყოველდღე

ბოლო ვიზიტორი დაიშვება: 16:30 სთ.

მსგავსი გამოფენები