მხატვრობა

painters

თანამედროვე ქართული მხატვრობა

ქართული კულტურა ამაყობს ქართველი მხატვრებით, დიდი წარსულის და მემკვიდრეობის მქონე ქართული მხატვრობის ისტორიას წარმატებით აგრძელებენ თანამედროვე ქართველი ფერმწერები.

ქართული ხელოვნება ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა და ქვეყნის განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა. საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სადაც თავს იყრიდნენ ვაჭრები მთელი მსოფლიოდან, მოგზაურები, დამპყრობელი, რომელიც არასოდეს აკლდა ქვეყანას, აყალიბებდა ქვეყნის მხატვრულ და კულტურულ გემოვნებას და მემკვიდრეობას. საუკუნეების მანძილზე ქართულმა ხელოვნებამ განიცადა სხვადასხვა სტილის გავლენა. თუ თქვენ აფასებთ ხელოვნებას და გაინტერესებთ ქართული მხატვრობის თანამედროვე მიღწევები, მაშინ დააფასებთ ამ პორტალს, სადაც ჩვენ თავი მოვუყარეთ თანამედროვე ქართველი მხატვრებს, აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ნამუშევრებსაც.

ქართული ნამუშევრების საინტერესო არჩევანი

აღმოაჩინეთ სიყვარულით შექმნილი ხელოვნების ნამუშევრები