სასახლეები

palaces

სასახლეები

სასახლეები საქართველოში ავთენტური, სადა და სხვადასხვა კულტურების ნაზავი არქიტექტურული შტრიხებით გამოირჩევა. საქართველოში საერო არქიტექტურაზე მეტად საკულტო ნაგებობებს ექცეოდა ყურადღება, მიუხედავად ამისა, ის რაც შემოგვინახა ისტორიამ გამორჩეულია თავისი მხატვრული ღირებულებით. უძველეს დროში აგებული სასახლეები ციხეებს წააგავდა, ვინაიდან მთელი რესურსი გალავნებისა და ქონგურების სიმტკიცეს ხმარდებოდა.

სასახლეები კი, დღევანდელი გაგებით, XV – XVI საუკუნეებიდან გვხვდება და რადგან ესეც ქართული კულტურის და ისტორიის ნაწილია, ჩვენს პორტალზე მათაც მივუჩინეთ სათანადო ადგილი.

ქართული ნამუშევრების საინტერესო არჩევანი

აღმოაჩინეთ სიყვარულით შექმნილი ხელოვნების ნამუშევრები