ფოტოხელოვანება

photography

თანამედროვე ქართული ფოტოხელოვანება

ფოტოხელოვნება ახალი, ჩვენი დროის ნაყოფია. ფოტოგრაფია პირველი “ტექნიკური” ხელოვნებაა, რომლის წარმოშობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეცნიერებისა (ქიმია, ოპტიკა) და ტექნიკის გარკვეული მიღწევების საფუძველზე. თანამედროვე ფოტოხელოვნების დამოუკიდებელი სახეობებია: დოკუმენტური ფოტოხელოვნება, მხატვრული ფოტოგრაფია და გამოყენებითი ფოტოხელოვნება (პლაკატი, წიგნის გაფორმება, რეკლამა და სხვა).საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა.

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ქართული ფოტოხელოვნება გამოირჩევა თემის მრავალფეროვნებით და ის გამოხატულია დოკუმენტურობისა და მხატვრობის თავისებური სინთეზით, თანამედროვე ფოტოხელოვნება კი ვიწრო თემატიკურ ჩარჩოს ცდება და იძენს თავისთავად მხატვრულ ღირებულებას.

წარმატებულ თანამედროვე ქართველ ფოტოხელოვანებს და მათ ნამუშევრებს აქ გაეცნობით.

ქართული ნამუშევრების საინტერესო არჩევანი

აღმოაჩინეთ სიყვარულით შექმნილი ხელოვნების ნამუშევრები