ბაჩო ცანავა

თანამედროვე ხელოვანი, თოჯინების ოსტატი

ბაჩო ცანავა

თანამედროვე ხელოვანი, თოჯინების ოსტატი

bacho-tsanava
კატეგორია: ხელნაკეთობა
ბიოგრაფია

ბაჩო ცანავა არის თოჯინების ოსტატი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ინსტრუქტორი და გიდი.

მისი თოჯინა „არლეკინი საყვირით“ შეტანილია საქართველოს ხელოვნების სასახლის კატალოგში. მისი „პიერო – შეწყვეტილი სიმღერა“ ინახება თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმში, ასევე შეტანილია მუზეუმის კატალოგში. თოჯინა „ჩემი ბებია“ ბათუმის მუზეუმშია. ბაჩო ცანავას თოჯინები ასევე ინახება კერძო კოლექციებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მას ჰქონდა სამი პერსონალური გამოფენა: 2010 წელს ქუთაისის თოჯინების თეატრში, 2012 წელს – საქართველოს ხელოვნების სასახლეში და 2019 წელს – საქართველოს მხატვართა კავშირში.

უცნობი მხარე - ბაჩო ცანავა

რას ნიშნავს თოჯინების ხელოვნება ჩემთვის?

“თოჯინების შექმნა არის ხელოვნების ისეთი მიმდინარეობა რომელიც ხელოვნებას და მის სფეროებს აერთიანებს და მოიცავს კომპლექსურად. აი მაგალითად რომ შექმნა თოჯინა უნდა იყო მოქანდაკე, მხატვარი, დიზაინერი, მკერავი, მეწაღე, დალაქი, რეჟისორი, ხეზე კვეთის ოსტატი. აბა რომელ ხელოვნების სფეროსათვის არის საჭირო ამდენი პროფესია მხოლოდ მეთოჯინეს პროფესიაა ასეთი მდიდარი.”

-ბაჩო ცანავა, თოჯინების ოსტატი

ბაჩო ცანავას ნამუშევრები

ელფი ანტიფო
მასალა: პოლიმერული თიხა, ხე, ლითონი, ქსოვილი, მაქმანი, თექა, აკრილის საღებავი. სიმაღლე: 30 სმ. დამზადების თარიღი: 2021. ხელოვანი - ბაჩო ცანავა
$200.00
ელფი ბობო
მასალა: პოლიმერული თიხა, ხე, მეტალი, ქსოვილი, თექა, აკრილის საღებავი. სიმაღლე: 20 სმ . დამზადების წელი: 2022. ხელოვანი - ბაჩო ცანავა
$200.00
ელფი ცინდო
მასალა: პოლიმერული თიხა, ხე, ქსოვილი, მეტელი, თექა, აკრილის საღებავი. სიმაღლე: 27 სმ. დამზადების თარიღი: 2021 წელი. ხელოვანი - ბაჩო ცანავა
$200.00
ინგლისელი ქალბატონი
მასალა: პოლიმერული თიხა, ხე, მეტალი, ქსოვილი, მაქმანი, თექა, აკრილის საღებავი. სიმაღლე: 46 სმ. დამზადებულია: 2021 წ. ხელოვანი – ბაჩო ცანავა
$350.00
ქალი წითელ კაბაში
მასალა: პოლიმერული თიხა, მეტალი, ქსოვილი, მაქმანი, ხე, მარგალიტი, თექა, აკრილის საღებავი. სიმაღლე: 60 სმ. დამზადებულია: 2021 წ. ხელოვანი - ბაჩო ცანავა
$600.00