დავით ქაბზიანიძე

დავით ქაბზიანიძე

თანამედროვე ხელოვანი, მოქანდაკე

david-qabzianidze
კატეგორია: ქანდაკება
ბიოგრაფია

დავიბადე 1980 წელს. ვინაიდან მამა მყავს მოქანდაკე და ასწავლიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სასწავლებელში, მოსწავლეებს ამზადებდა ხოლმე სახლში, მეც ვიჯექი და ვხატავდი ხოლმე მათთან და აქედან გამიჩნდა ინტერესი მხატვრობის და გადავწვიტე გავმხდარვიყავი მოქანდაკე. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თოიძის სახელობის სასწავლებელში ხის მხატრულ დამუშავებაზე. ერთი წელი ვისწავლე თოიძეში რადგან იმ წელს არ იყო მიღება ქანდაკებაზე. შემდეგ ჩავაბარე და 4 წელი ვისწავლე ნიკოლაძეში. 2000 წელს მოვეწყვე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში იქაც ქანდაკებაზე. მესამე კურსიდან ავიღე აკადემიური და წავედი სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე. წლები ვიმუშავე იქ. შემდეგ კიდევ ბევრ ადგილას ვიმუშავე ტაძრებზე ალბათ 10-12 წელიწადი.

მამა იდგა ხოლმე მშრალ ხიდზე მხატვრების ბაღში წლები და ყიდდა თავის ნამუშევრებს. ვინაიდან ხანში შესული იყო, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ამიტომ მე ვიდექი მის მაგივრად და ვყიდიდი მის შემოქმედებას. აქედან გამიჩნდა ინტერესი, რომ მეც მეკეთებინა ქანდაკებები და დღემდე ამით ვარ დაკავებული. ონლაინ გაყიდვებით ბევრი ჩემი ნამუშევარია როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში.

დავით ქაბზინაძე - მოქანდაკე კასპიდან

რას ნიშნავს ჩემთვის ხელოვნება?

ჩემთვის ხელოვნება – მთელი ცხოვრებაა!

-დავით ქაბზიანიძე, მოქანდაკე

დავით ქაბზიანიძის ნამუშევრები

მორიელი
მასალა: რიყის ქვა და ბრინჯაო ზომა: 24X24 სმ. დამზადებულია: 2022 წ. მოქანდაქე - დავით ქაბზიანიძე
ორსული
მასალა: რიყის ქვა, ონიქსი და ბრინჯაო ზომა: 50 სმ. დამზადებულია: 2022 წ. მოქანდაქე - დავით ქაბზიანიძე
$500.00
ორსული
მასალა: რიყის ქვა, ონიქსი და ბრინჯაო ზომა: 60 სმ. დამზადებულია: 2022 წ. მოქანდაქე - დავით ქაბზიანიძე
$500.00
ჩოგბურთელი
მასალა: მარმარილო, ონიქსი და ბრინჯაო ზომა: 41 სმ. დამზადებულია: 2022 წ. მოქანდაქე - დავით ქაბზიანიძე
$400.00

მსგავსი მიმართულების ხელოვანები