ლევან ყიფიანი

თანამედროვე ხელოვანი, მხატვარი

ლევან ყიფიანი

თანამედროვე ხელოვანი, მხატვარი

levan-kipiani
კატეგორია: მხატვრობა
ბიოგრაფია

ლევან ყიფიანი დაბადებულია და ცხოვრობს თბილისში.

დაწყებული ოჯახური გარემოდან, სადაც ხელოვნება სხვა ფასეულობებთან ერთად დღესაც ერთ-ერთი პრიორიტეტია ხატვა, ქანდაკება, მისთვის ბავშვობიდან მოყოლებული გატაცება და შემდეგ კი საყვარელი საქმეა.
თბილისის სამხატვრო სკოლების პარალელურად სწავლობდა გამოჩენილ ქართველ მოქანდაკეებთან და მხატვრებთან, მათ შორის გურამ პაპინაშვილთან და ვაჟა ჯალაღანიასთან.

ჰქონდა ოთხი პერსონალური გამოფენა, მონაწილეობა აქვს მიღებული სამ საერთაშორისო გამოფენაში, ხუთ ჯგუფურ გამოფენაში, რა დროსაც თავი გააცნო საზოგადოებას, როგორც მხატვარმა.

ლ. ყიფიანის მრავალფეროვანი თემატიკის ნახატები განსაკუთრებით გამოირჩევა აბსოლუტური თავისთავადობით, აქტიურ ფერთა სიუხვით, ძლიერი მონასმის ექსპრესიულობითა და დინამიკით და ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი მისი ხელოვნებისთვის აგრეთვე არის ყოფის მაჟორული აღქმა, რაც სულ მცირე გულგრილად ვერ ტოვებს მნახველს, ფერად ზღაპრულ სამყაროში ახვედრებს მას.

ლევან ყიფიანის პერსონალური გამოფენა

რას ნიშნავს ჩემთვის ხელოვნება?

ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება – საკუთარი თავის, შეხედულებების, სათქმელის გამოხატვის თავისუფლება – ყოველგვარი კომპრომისების გარეშე. სახლიდან ნაბიჯის გადადგმისთანავე გვიხდება ასე თუ ისე რაღაც კომპრომისებით ცხოვრება – ხელოვნებაში, საკუთარ შემოქმედებაში კი, (რაც მარტო შენია) მხოლოდ შენი უნდა თქვა. დიდი მხატვრის სიტყვებია “ხსნა ხელოვნებაშია”….

– ლევან ყიფიანი, მხატვარი

ლევან ყიფიანის ნამუშევრები

ალეა
ზომა: 50X40 მასალა: ტილო, ზეთი შესრულებულია : 21.09.2017 მხატვარი – ლევან ყიფიანი
$1,999.99
თევზი წითელი
ზომა: 50X40 მასალა: ტილო, ზეთი შესრულებულია: 08.04.2018. მხატვარი – ლევან ყიფიანი
$1,999.99
იაპონური პეიზაჟი
ზომა: 50X40 მასალა: ტილო, ზეთი შესრულებულია: 01.07.2018. მხატვარი – ლევან ყიფიანი
$1,999.99
სამყარო
სამყარო ზომა; 70X50 მასალა: ტილო, ზეთი, მოხატული დამზადებულია: 02.05.2019 მხატვარი – ლევან ყიფიანი
$2,899.99