თამარ ჭიჭინაძე

თამარ ჭიჭინაძე

თანამედროვე ხელოვანი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე

tamar-tchitchinadze
კატეგორია: ხელნაკეთობა
ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების აკადემიაში. სტაჟირება გავლილი აქვს მიუნხენის და ობერკოხენის სამედიცინო ცენტრებში და მინიჭებული აქვს სამედიცინო ბიომექანიკის სპეციალისტის კვალიფიკაცია.  აღნიშნულ სფეროში ქალბატონი თამარი გახლავთ ოცი წლის გამოცდილების მქონე ექიმი.

აღსანიშნავია რომ ქ-ნი თამარი საპარლამენტო არჩევნებზე მწვანეთა პარტიამ წარადგინა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი წარმოადგენდა პარტიას “ანა დოლიძე -ხალხისთვის”.

პარტიის დატოვების მიზეზია – აზრთა სხვადასხვაობა მწვანე პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით. როგორც ქ-ნი თამარმა განაცხადა მისთვის მიუღებელია ხალხის დაყოფა ნებისმიერი სახით.

მისი ექსკლუზიური ნამუშევრები თბილისში (ზარაფხანა, კამეო და სხვა), მოსკოვისა და პეტერბურგის საუკეთესო გალერეებში იყო გამოფენილი.

ამ ეტაპზე მხოლოდ ინდივიდუალურ საექსკლუზივო შეკვეთებზე მუშაობს.

რას ნიშნავს ჩემთვის ხელოვნება?

“ხელოვნება სულის საზრდოა და ადამიანში სიკეთის, სიყვარულის, სევდისა და სიხარულის გამოხატვის უფლისგან ბოძებული ნიჭია…”

-თამარ ჭიჭინაძე, ხელოვანი

თამარ ჭიჭინაძის ნამუშევრები

ტიხრული მინანქარი
მასალა: ტიხრული მინანქარი, ვერცხლი, ოქრო. ნამუშევრის ტიპი: ორიგინალი, ექსკლუზივი. ხელოვანი - თამარ ჭიჭინაძე