მინანქრის ხელოვნება უძველესი დროიდან იღებს სათავეს. მინანქარი ლითონისა და გამდნარი შუშის ერთობლიობით მზადდება. ლითონად გამოიყენება ოქრო, ვერცხლი, სპილენძი. თავდაპირველად მინანქარს ეგვიპტელები აკეთებდნენ.

მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, მინანქარი გამოიყენება სამომხმარებლო საგნებზეც, როგორიცაა სამზარეულოს ჭურჭელი, ფოლადის ნიჟარები და თუჯის აბაზანები. იგი ასევე გამოიყენება ზოგიერთ მოწყობილობაზე, როგორიცაა ჭურჭლის სარეცხი მანქანები, სამრეცხაო მანქანები და მაცივრები, ასევე მარკერის დაფებზე და სიგნალებზე. თუმცა მისი ყველაზე მრავალმხრივი გამოყენება საიუველირო და დეკორატიულ ხელოვნებაშია.
საქართველოში ტიხრული მინანქარი ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებში. ქართულ ტიხრულ მინანქარს აქვს საკუთარი ისტორია, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში შექმნილი ძალიან ბევრი ნამუშევარია შემორჩენილი. სწორედ ამ ნამუშევრებზე დაყრდნობით თანამედროვე ეტაპზე შესაძლებელი გახდა ქართული ტიხრული მინანქრის აღდგენა და განვითარება. თანამედროვე ქართული მინანქრის საუკეთესო ნიმუშებს და მათ შემქმნელებს აქ გაეცნობით.

გაფილტვრა

ჩვენება:
დახარისხება:
ტიხრული მინანქარი
მასალა: ტიხრული მინანქარი, ვერცხლი, ოქრო. ნამუშევრის ტიპი: ორიგინალი, ექსკლუზივი. ხელოვანი - თამარ ჭიჭინაძე