ქანდაკება

statue

თანამედროვე ქართველი მოქანდაკეები

თანამედროვე ქვეყანა წარმოუდგენელია ქანდაკების გარეშე, სკულპტურული კომპოზიციები არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ სოციალურ შინაარსსაც მატებენ სივრცეს, ქალაქს, მხარეს. ქვეყნის ან თუნდაც ეპოქის სახეს საბოლოოდ მაინც კულტურა და ხელოვნების ძეგლები ქმნიან.

მდიდარი ხუროთმოძღვრული ტრადიციების ქვეყანაა საქართველო და მას ღირსეული მემკვიდრეებიც ყავს თანამედროვე ქართველ მოქანდაკეთა სახით. ჩვენი საამაყო სამგანზომილებიანი ქანდაკების ნიმუშები ან ანტიკური პერიოდისაა – ვანის არქეოლოგიური გათხრებიდან, ანაც მე-19 საუკუნის ბოლოს, იაკობ ნიკოლაძეს – ევროპულ სკოლას, უკავშირდება.

ქართული ქანდაკების ხელოვნება სავსეა ბევრი თვითმყოფადი მაგალითით, ისტორიული გმირების ან ეთნოგრაფიულ-პოეტური თემების ინტერპრეტაციით.

თანამედროვე ქართული ქანდაკება ვითარდება – ახალი, თანამედროვე ურბანული, საჯარო სივრცის მოწყობის გზით. ამის მაგალითებს ჩვენს პორტალზე იხილავთ.

ქართული ნამუშევრების საინტერესო არჩევანი

აღმოაჩინეთ სიყვარულით შექმნილი ხელოვნების ნამუშევრები